2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხები განიხილეს მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრაზე.
თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლო ოქტომბერში თბილისში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, ასევე, იგეგმება მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერა პატიმრების გაცვლის სფეროში.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას, ქართული მხარის განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, გამოძიების პროცესის დროს აქტიური თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.