მუნიციპალიტეტები ფინანსების მოლოდინში

24 ივლისი 2016, 00:00 2950 ნახვა

სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა ქედასა და შუახევში ამ დრომდე არ დაწყებულა. აჭარის საგზაო დეპარტამენტი დაფინანსების მოლოდიანშია. უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზარალის ოდენობამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რისი საშუალებაც რეგიონს არ გააჩნია. თანხები აჭარის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვა. დახმარებისთვის რეგიონის ხელისუფლებას მიმართეს ქედისა და შუახევის გამგებლებმა. დაფინანსება მათ აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ დრომდე არ მიუღიათ. მაღალმთიანი აჭარის ორი რაიონს ივნისისა და ივლისის თვეში წყალდიდობამ ასი ათასობით ლარის ზარალი მიაყენა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი