დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - სიტყვიერი შელაპარაკება ზაზა სარალიძესა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს შორის მოხდა. მას შემდეგ რაც აქციაზე მისული ზაზა სარალიძის მეუღლე სამართალდამცველებმა შეაფერხეს და გაჩხრეკა სცადეს. აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდისა და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული მაჩალიკაშვილის მამები მართავენ. ინციდენტი იყო მანამდეც, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე გაწვა, ამის მიზეზად კი მისთვის პოლიციელების მხრიდან კარვის წართმევა დაასახელა.
მისივე თქმით, მას თბილისის მერიასთან ჰქონდა შეთანხმება კარვის გაშლაზე. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია. კარვის გაშლაზე უარის თქმამ მალხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანებაც გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.