სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ხუთ პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. სუსმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის ბრალდებით, გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. დანარჩენი ხუთი კი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია,რომ ერთ-ეთი ბრალდებულმა სასამართლოს რეპლიკით მიმართა და თავის მოკვლით დაიმუქრა.