საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს ევროკომისიის პრეზიდენტი მაღალ შეფასებას აძლევს. ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებული ტენდენციები პოზიტიურია.
ეს განცხადებები მან საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე გააკეთა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.