პირველი საარჩევნო უბნები ბათუმში დილის 10 საათზე გაიხსნა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ეტაპობრივად გაიხსნება. ბათუმში სულ 102 საარჩევნო უბანია. საარჩევნო უბნის გახსნას საარჩევნო კომისიის 12 წევრი ესწრება.
გახსნის დღესვე ირჩევენ უბნის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს. ყველა უბანი გახსნიდან ყოველ დღე დილის 10-დან 18 საათამდე იმუშავებს. ბათუმის ოლქის იურისტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნების გახსნა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.