ქობულეთში ხელოვნების სკოლის პედაგოგებს ხელფასი შეუმცირეს

25 სექტემბერი 2018, 00:00 2182 ნახვა

ქობულეთის სახელოვნებო სკოლის 22 მასწავლებელს ანაზღაურება შეუმცირეს. ფორტეპიანოს სპეციალისტებისთვის ხელფასების დაკლებას სკოლის მენეჯმენტში მოსწავლეთა სიმცირით ხსნიან. ხელმძღვანელის თქმით მოსწავლეები მასწავლებლებთან გადაანაწილეს, ასე კი იმიტომ მოიქცნენ, რომ პედაგოგების ხელფასს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილიყო.

ცნობისთვის ყველაზე დატვირთული მასწავლებლის თვიური ანაზღაურება 480 ლარია, აქედან იგი ხელზე 384 ლარს იღებს. მერიაში ჯერ კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუმცა ირწმუნებიან, რომ შენობის გარემონტების შემდეგ, დაინტერესება მაღალი იქნება, რაც საათობრივი ანაზღაურების შესაბამისად ხელფასებზეც აისახება.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში