საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. სისტემა მომხმარებელს სთავაზობს ერთიან სივრცეში მარტივად მიიღოს მისთვის სასურველი სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ახალი პლატფორმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.