''ქართული ოცნების'' ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში იგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და ამიტომ კეთდება მმართველი გუნდის მხრიდან არაადეკვატური განცხადებები.
ამბობს რომ განცხადებები არის ანტისახელმწიფოებრივი და სალომე ზურაბიშვილის ნარატივის გაგრძელება.