საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად თურქეთში და რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.
კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მისი მოსაზრებით, გაუფასურების ძირითადი ფაქტორი რეგიონში განვითარებული მოვლენებია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 62 თეთრი გახდა.