''თქვენ არ გაქვთ უფლება იყოთ საქართველოს პრეზიდენტი'' - მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს

24 სექტემბერი 2018, 00:00 3802 ნახვა
00:00
00:00

თქვენ არ გაქვთ უფლება იყოთ საქართველოს  პრეზიდენტი -- ასე მიმართა მოქალაქემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, დღეს ბათუმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.  მისი თქმით, ის არ ეთანხმება სალომე ზურაბიშვლის განცხადებებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

თავად სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

''ქართული ოცნების'' ინფორმაციით დღევანდელ შეხვედრაზე მოსალოდნელი იყო პროვოკაციები. 

ამომრჩევლებთან საუბრისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა ილაპარაკა ბათუმის როგორც შავი ზღვის სტრატეგიული პორტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ბათუმი არ არის მხოლოდ ტურისტული ცენტრი და მას მრავალმხრივი ეკონომიკური დატვირთვა აქვს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში