თურქეთში ავარიის დროს დაშავებულ მოქალაქეებს დღეს საქართველოში გადმოიყვანენ. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე გუშინ მოხდა. დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს პირველადი დახმარება თურქეთის საავადმყოფოებში გაუწიეს.
ავარიის დროს 11 ადამიანი დაშავდა.