სარფი - ქემალფაშას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიდან თურქეთის საავადმყოფოში მხოლოდ ორი რჩება.
ავტოსაგზაო შემთხვევისას 11 ადამიანი დაშავდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დახმარება თურქეთის საავადმყოფოებში გაეწიათ.