საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. არჩევნებში 25 კანდიდატი იბრძოლებს, მათ არაუგვიანეს 16 ოქტომბრისა, უფლება აქვთ, წერილობით მიმართონ ცესკო-ს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 19 პოლიტიკური პარტიების, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი.
19 საინიციატივო ჯგუფს მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რადგან ცესკო-ს ცნობით, კანონით დადგენილ ვადებში ვერ წარადგინეს მხარდამჭერთა სიები. ერთ საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი საარჩევნო დოკუმენტაციაში ხარვეზის შეუსწორებლობის გამო, ერთ პოლიტიკურ პარტიას კი იმ მიზეზით ეთქვა, რომ პარტია იუსტიციის სამინისტროში არ იყო რეგისტრირებული.