სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გალა დაჯილდოებით დაიხურა

23 სექტემბერი 2018, 00:00 1409 ნახვა

სარეკლამო ფესტივალი „Ad Black Sea“ გალა დაჯილდოებით დაიხურა. ბათუმს,  სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვივნენ. ფესტივალზე 700-ზე მეტი ნამუშევარი წარადგინეს, რომელთაგან საუკეთესო სხვადასხვა კატეგორიაში 15 კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა.  გამარჯვებულებს ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს საქართველომ მეოთხედ უმასპინძლა,მასში 20-ზე მეტი სარეკლამო სააგენტო მონაწილეობდა. ფესტივალის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი