ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია დღეს დასრულდება. მას 12 ქვეყნიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
უცხოელმა და ქართველმა სპიკერებმა კონფერენციის დაახლოებით 400 მონაწილეს ანესთეზიისა და ემერჯენსის საკითხებზე დარგში არსებული სიახლეები გააცნეს. ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენცია უკვე მესამედ იმართება.