“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“- აქციას ბათუმიც შეუერთდა

22 სექტემბერი 2018, 00:00 2884 ნახვა

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“-  აქციას ბათუმიც შეუერთდა და  ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში  ველო მარათონი გაიმართა.  ველომოყვარულებმა ანბანის კოშკიდან ახალი ბულვარში  ამფითეატრამდე მარათონი მოაწყვეს და მოუწოდეს მოქალაქეებს, ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ  ქვეითად ან გამოიყენონ ალტერნატიული, ჯანსაღი ტრანსპორტით.

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000  წელს  ევროკომისიამ დაარსა და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ღონისძიების მიზანი გარემოს გაფრთხილება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ველო მსვლელობა  პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში გაიმართა, მხარდამჭერი  ბათუმის მერია და გაეროს განვითარების პროგრამაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი