„დოიჩე ველე“ აჭარის შესახებ კიდევ ერთ გადაცემას ამზადებს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო და ქედის ღვინის მარნები მოხვდა.
რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია „დოიჩე ველე“-ს ეთერით მიმდინარე წელს დაიწყო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემა.