რამდენიმე საათში „მთავარს აჭარაში“ ლაშა ზარგინავა ახალი დროით მოგიყვებათ. ხვალ ეთერს უბრუნდება გადაცემა „კვირის მთავარი“-ც. ამიერიდან შაბათ-კვირას, დღისა და კვირის მოვლენებს ანალიტიკური გადაცემების გუნდი 19 საათზე შეაჯამებს. „მთავარი“ ახალი ამბებით კი ეთერში 12-ზე, 15-ზე და 21-საათზე გავა. ანალიტიკურ გადაცემას ემატება ,,რეგიონის პრესის მიმოხილვის’’ ბლოკი.
მაყურებელი ,,მთავარის’’ ეთერით პირველად ნახავს ექსკლუზიურ კადრებს ტაო- კლარჯეთიდან, სადაც ქართული ტაძრების ნაწილის რესტავრაცია დასრულდა, ნაწილი კი სავალალო მდგომარეობაშია. პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი და სოციალური თემები. მიმართულებები უცვლელია, ისევე, როგორც ჟურნალისტების ძირითადი გამოწვევა - პრობლების მიგნება და სიღმისეული ანალიზი.