პრეზიდენტი და პრემიერი გერმანელ ხალხს თანადგომას უცხადებენ

23 ივლისი 2016, 00:00 1977 ნახვა

მიუნხენში მომხდარი თავადასხმის შედეგად  დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. ''შეძრწუნებული ვარ საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ'' -აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. გერმანელი ერის მიმართ სოლიდარობა გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. გიორგი კვირიკაშვილისთვის მიუნხენის ტრაგედია არის კიდევ ერთი სიგნალი ტერორიზმთან ბრძოლაში ერთიანობისკენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი