თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს თამბაქოს კონტროლის ალიანსი. მათი განცხადებით, გამონაკლისი მხოლოდ ციხეებში უნდა დაიშვას. მას შემდეგ რაც სიგარეტის მოწევა გამკაცრდა, 4 თვის მონაცემებით, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა და მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგები შემცირდა.
საქართველო მწეველთა რაოდენობის მიხედვით სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოს ათეულშია.