უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა ხმაურით გაიხსნა. ოპოზიციამ მმართველი გუნდის წევრებს ტელეკომპანია „იბერიას“და მათი კოლეგის ზაზა ოქუაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა მოსთხოვეს. დეპუტატი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. „ომეგა ჯგუფთან „ დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათი მმართველობის დროს განხორციელებული ზეწოლის ფაქტები შეახსენეს. გარდა ამისა, კამათი მოჰყვა საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარს.
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის განხილვაც. დოკუმენტს სავარაუდოდ დღესვე პირველი მოსმენით მიიღებენ. რას აპროტესტებს ოპოზიცია რა პოზიცია აქვს უმრვალესობას რეგლამენტთან დაკავშირებით