ზღვის დონიდან 250 - 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მაჭახლის ხეობაში ეთნოსოფლი შეიქმნება. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ეთნოსოფელის ამოქმედების შემდეგ, ხეობაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება და ადგილობრივების საცხოვრებელ გარემოს გააუმჯობესებს.
-
მაჭახლის ხეობაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეთნოგრაფიული მუზეუმი ზედა ჩხუტუნეტში, ხიდი თამარ მეფის დროინდელი და თურქეთის საზღვარი - ეს ის ადგილებია, რითაც ტურისტების დიდი ნაწილი ინტერესდება.
ხეობაშია ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ჯამილის ნაკრძალს და ბიოსფერულ რეზერვატივს ესაზღვრება. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.