ბავშვთა მიმართ ძალადობა

19 სექტემბერი 2018, 00:00 2254 ნახვა

ბავშვთა მიმართ ძალადობაა ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოსთვის - სექსუალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და შრომითი ძალადობის შემთხვევები. ფაქტები გახშირებულია აჭარაში, ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ. სწრაფი რეაგირებისა და ეფექტიანი მექანიზმების შემოღების გარეშე კი უფრო მძიმე შედეგის მოლოდინი აქვთ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებში.

პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს მთელი მსოფლიო, არაერთი რეკომენდაცია აქვს გაეროს ბავშვთა ფონდს, მთავარი კი როგორც UNICEF-ში ამბობენ მშობლების ცნობიერების ამაღლებაა, რომელთა დიდი ნაწილი ფიქრობს რომ ბავშვის მკაცრი მეთოდებით აღზრდა კარგია. არადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიუთითებს ასევე მკაცრად რომ ნებისმიერმა ძალადობამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი, მათ შორისაა დეპრესია, ალკოჰოლიზმი, და წამალ - დამოკიდებულება. აცხადებენ რომ ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა თავად გახდეს მოძალადე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში