თბილისის შემდეგ კვლევის პრეზენტაცია , რომელიც ბავშვებში ტყვიის შემცველობის და ქვეყანაში წყლის ხარისხის დადგენას ეხება - ბათუმში მიმდინარეობს. სამი თვის განმავლობაში 2-დან 7 წლამდე ბავშვებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ, მონაცემები კი შემდეგ იტალიაში გადაიგზავნება.
ერთობლივ კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო ჩაატარებს.