საკონსტიტუციო სასამართლო 112-ის გადასახადის კანონიერებაზე მსჯელობს

18 სექტემბერი 2018, 00:00 1702 ნახვა

„112“-ის გადასახადის სამართლიანობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო.  მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და, შესაბამისად, დისკრიმინაციულია. აცხადებენ, რომ   „112“-ის მომსახურების საფასურის დაკისრება ხდება აბონენტის ნების საწინააღმდეგოდ.   „112“-ის მომსახურების ყოველთვიური საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია,  იურიდიული პირებისთვის კი 50.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი