ხელვაჩაურის მერის საკადრო პოლიტიკა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ ჯუმბერ ვარდმანიძემ თანამშრომლები მათ ადგილზე სასურველი კადრების დანიშვნის გამო გაათავისუფლა. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ხელვაჩაურის წყალკანალის უფროსად ნასამართლევი დავით მიქელაძის დანიშვნა ფინანსური მაქინაციების რისკებს ზრდის.
ასევე ოპონენტების ინფორმაციით, ვარდმანიძემ მერიის ადმინისტრაციის უფროსად მეგობრის შვილი, მის მოადგილედ კი მეზობელი დანიშნა.