მიკროავტობუსიდან ჩამოსვლის დროს დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა

18 სექტემბერი 2018, 00:00 3439 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიკროავტობუსიდან ჩამოსვლის დროს ქალი დაშავდა, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო, მას ქალა ფუძის მოტეხილობა აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

50 წლამდე ქალი რეფერალურ საავადმყოფოში, მოქალაქეებმა მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ოჯახის წევრების მტკიცებით, მას სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის დროს დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულს ​სხვადასხვა სახის დაზიანება ჰქონდა, მათ შორის მოტეხილობები.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ გამოძახება უწყებაში არ შესულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, რომ მუხლი მას შემდეგ გადაკვალიფიცირდება, როცა ოფიციალური დასკვნა იქნება ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში