ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

18 სექტემბერი 2018, 00:00 1962 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის  და  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის თქმით, დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ ნათესაური კავშირების საფუძველზე სხვადასხვა უწყებაში ახლობლები  დანიშნეს.

მისი ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსად ზაურ ახვლედიანი დანიშნა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი იყო. ასევე თანამდებობაზე დაინიშნენ არჩილ ჩიქოვანი და მისი მეუღლე, რომელიც  მთავრობის თავმჯდომარის მეჯვარეა.

ოპოზიციის ბრალდებას აჭარის მთავრობაში სიტყვიერად უპასუხეს. კადრების შერჩევა პირველ რიგში პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით ხდება -ნათქვამია განცხადებაში. საკითხი რაზეც დღეს რეზო ხარაზმა ბრიფინგზე ისაუბრა, „მთავარმა“ რეპორტაჟი გასულ კვირას მოამზადა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ეკონომიკის მინისტრს პირადად არ იცნობდა, რაც შეეხება არჩილ ჩიქოვანის მეუღლეს მარიკა დავითაძეს, რომელიც უმაღლეს საბჭოში მუშაობს, დავით გაბაიძის განცხადებით, ის მანამდე დაინიშნა, სანამ ჩიქოვანი აპარატის უფროსი გახდებოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი