ლევან ყიფიანი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეა

17 სექტემბერი 2018, 00:00 1765 ნახვა

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი  პროკურატურაში გამოკითხვაზეა. რაც ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება, რომლითაც მთავარი პროკურატურა უკვე დაინტერესდა.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. რაშიც საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“. ლევან ყიფიანმა 14 სექტემბერს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ყიფიანის გარდა გამოკითხვაზეა დაბარებული ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილიც, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, მას გამოძიება საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოკითხავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი