საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

17 სექტემბერი 2018, 00:00 1889 ნახვა

პრემიერ-მინისტრი  სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში  გაემგზავრა.  ვიზიტის პირველი შეხვედრა დღეს ვაშინგტონში, თეთრ სახლშია დაგეგმილი. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. 20 სექტემბერს  კი  მამუკა ბახტაძე  აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი  27 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ  ენაზე მიმართავს.

მანამდე პრემიერი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.ნიუ იორკში ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან,  ბიზნესწრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ნიუ იორკში სწავლობენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი