ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება იწყება. ლაბორატორიული კვლევა 2-7 წლამდე ასაკის 1500 ბავშვს ჩაუტარდება. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში.
ოჯახები კი ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. პროგრამის პრეზენტაციას ჩ ემი კოლეგა ნათია კოპალიანი დაესწრო და ის ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს თემას.