სააღმზრდელო პროცესი განახლდა საბავშვო ბაღებშიც. ბათუმში საბავშვო ბაღის მიღმა 800-მდე აღსაზრდელი დარჩა. 5 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს არ განახლდა. ბაღების გაერთიანებაში აღნიშნულს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებენ , მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, მესამე, მეოთხე, მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე და ოცდამეთერთმეტე ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 სექტემბერს დაიწყება, ახალი საბავშვო ბაღი ოქტომბერში გაიხსნება თამარის დასახლებაში.
ქალაქში მოქმედი 31 საბავშვო ბაღიდან 22 - ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა , რისთვისაც 4 ათასამდე ლარი დახარჯა. ბათუმში 7 ათას 825 აღსაზრდელია რეგისტრირებული.