ხვალ სწავლა იწყება

16 სექტემბერი 2018, 00:00 2856 ნახვა

ხვალ საჯარო სკოლებში სწავლა იწყება. სასწავლო პროცესი აჭარის მასშტაბით ყველა სკოლაში განახლდება, მხოლოდ რამდენიმე სკოლის მოსწავლეები რემონტის გამო სწავლას დროებით სხვა შენობაში დაიწყებენ. განათლების სამინსიტროს ინფორმაციით წელს, 24 სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია განხორციელდა. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.   რეგიონში 5 ათასი პირველკლასელია.  მათთვის საჯარო სკოლებში უკვე მიიტანეს ნეთბუკები და  წიგნები.  წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები შეიცვალა.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი