მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში

16 სექტემბერი 2018, 00:00 1907 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ხვალ სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის პირველი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. 20 სექტემბერს კი სახელმწიფო მდივანას   შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. პრემიერ-მინისტრი შეხვდება იუსადისი მმართველს, ოპიკის აღმასრულებელ დირექტორს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს  და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველსაც

27 სექტემბერს კი მთავრობის მეთაური, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მამუკა ბახტაძე დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ მიღებაზეცაა მიწვეული.  ორმხრივი შეხვედრების ფორმატში საქართველოს პრემიერი ევროკავშირის ლიდერებს, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებსაც შეხვდება. შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ის ბიზნესწრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთანაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი