დღეს მსოფლიო დასუფთავების დღეა. აქციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოხალისეებთან ერთად სიმბოლურად სანაპირო და ზღვისპირა პარკი მყარი ნარჩენებისგან გაწმინდეს და მოქალაქეებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.