ზღვაში ცურვა აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით , შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლოებას და ქალაქის სტუმრებს, რომ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.