საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. წელს ფესტივალი ისეთ ვარსკვლავებს მასპინძლობს როგორებიც არიან: მიხეილ ბარიშნიკოვი, თაიგერ ლილიზ, ცირკ ელუაზი და სხვები.ფესტივალზე მნიშვნელოვანი ყურადღება ქართული სპექტაკლების პროგრამას დაეთმობა.
ქართული თანამედროვე თეატრის გასაცნობად, ერთობლივი და გაცვლითი პროექტების დასაგეგმად, პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ თბილისს. ფესტივალს 80-ზე მეტი სტუმარი ესწრება, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალებს, თეატრებს და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენენ.