სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე საქართველოს მთავრობა განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორის პედაგოგთა ხელფასებს, გაკვეთილების სისტემას, სააღმზრდელო პროცესს, ეროვნულ გამოცდებს და უმაღლეს განათლებას - საქართველოს მთავრობის ახალ გუნდში აცხადებენ, რომ ახლა სასწავლო სისტემა, განსაკუთრებით კი სკოლა აზროვნებაზე უნდა გადავიდეს და გაძლიერდეს სადისკუსიო მიმართულება. ირწმუნებიან, რომ ამას მალე მიაღწევენ.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირობას აძლევს პედაგოგებს, რომ 2022 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 500 ლარი იქნება, თუმცა ჯერ კონკრეტული გეგმა უცნობია. ამ ნაწილში მას ოპოზიცია აკრიტიკებს. ეროვნული გამოცდების სისტემის რეორგანიზაციისა და შეცვლას გეგმავს ახალი მინისტრი თანამშრომელთა გათავისუფლების შემდეგ, რომელთა შორისაც გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსიც მოხვდა, - ბატიაშვილი ამბობს - ცვლილებები 2020 წლიდანაა მოსალოდნელი. განათლების რეფორმა მთავრობამ იყალთოს აკადემიის ეზოში წარადგინა.