ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები, ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ორ მოქალაქეს სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვს, ორის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე ბოლო ერთ თვეში სამი ავარია მოხდა. მათივე განმარტებით, გზაზე არ არის საგზაო ნიშნები და მონიშვნები.