დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში სახალხო არტისტის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება. სხვა მონაწილეებთან ერთად მაყურებლის წინაშე თავად კომპოზიტორიც წარსდგება.
“სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ - ასე ჰქვია ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს. საღამო 20 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.