უფასო გამოკვლევები მობილურ ამბულატორიებში

14 სექტემბერი 2018, 00:00 2314 ნახვა

ბათუმში, ცე ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა და ტუბერკულოზზე უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს. მობილური ლაბორატორია დღეს კომახიძის ქუჩაზე მუშაობს. მოქალაქეებს სხვადასხვა გამოკვლების ჩატარება უფასოდ შეუძლია, მათ შორის სკრინინგის პროცედურა მოიცავს ლაბორანტის და ეპიდემიოლოგის კონსულტაციებს.

 “გლობალ ფონდის“ თანადაფინანსებით პროგრამას  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებენ. უფასო ლაბორატორიული გამოკვლევები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ბათუმის შემდეგ კონსულტაციებს სხვა მუნიციპალიტეტებში ჩაატარებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი