ბათუმის დემოკრატიის სკოლამ ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრებო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, წარმატებული სტუდენტებისა და დემოკრატიული საკითხებით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში დემოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულები მცირე გრანტების კონკურსში და კონფერენციებში მიიღებენ მონაწილეობას.