თავდაცვის მინისტრი გლობალური უსაფრხოების ფორუმს ესწრება. ევროპის ქვეყნების მეთაურები სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ნატოს ვარშავის სამიტზე, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მის გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე, ასევე უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებებზე და იმსჯელებენ. ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის მაღალი დონის შეხვედრები - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშეწმესთან პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.