ქართველი მეზღვაურები გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმდებიან

13 სექტემბერი 2018, 00:00 2049 ნახვა

საქართველოში  სანაოსნო ინდუსტრიის  განვითარება და პორტების გაციფროვნება, ანუ ყველა სერვისის ერთი პლატფორმის ქვეშ გაერთიანება  -ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე დღეს. ფორუმის დასკვნით დღეს  გაფორმდა 5 მემორანდუმი, რომლებითაც  ქართველი მეზღვაურების სერთიფიკატების აღიარება და  სტუდენტების უცხოეთში პრაქტიკა იქნება შესაძლებელი.

იმსჯელეს ღონისძიებებზე, რომლებიც  გარემოს დაცვას ეხება.  ამავე დოკუმენტის თანახმად  სტუდენტების უცხოეთში  პრაქტიკაა შესაძლებელი.   2019 წლიდან კომპანიები რომლებიც საზღვაო  ბიზნესით არიან დაკავებულები, საგადასახადო  შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით  გამოსვლის დროს გააკეთა. მამუკა ბახტაძის განცახადებით  ასეთი კომპანიები  ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ მუშაობას.    საერთაშორისო საზღვაო ფორუმში წელს 53 ქვეყნის  400 დელეგატი მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში