სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის მოქალაქე დააჯარიმეს

12 სექტემბერი 2018, 00:00 2007 ნახვა

ბათუმში, ალ. პუშკინის და სელიმ ხიმშიაშვილის (ყოფილი საბჭოს) ქუჩების კვეთებში მოქალაქეები 200 ლარით დაჯარიმდნენ, რომლებმაც სამშენებლო ნარჩენები ტროტუარზე დაყარეს. 

შპს "სანდასუფთავების" სამსახურში ამბობენ, რომ რამდენიმე ტომარა ნარჩენების გატანის შესახებ მოქალაქეებს გუშინ გააფრთხილეს, თუმცა სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულმა პირებმა არ გაითვალისწინეს თხოვნა.  მათ 200 ლარიანი ჯარიმა დღეს გამოწერეს. 

ნარჩენების მართვის კოდექსით, შენობიდან ნაგვის გამოტანა თუ დაუყოვებლივ არ ხდება მისი ავტომობილზე დატვირთვა და გადაყრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი