“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი 

12 სექტემბერი 2018, 00:00 1888 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირების წინა სასამართლო  პროცესი მიმდინარეობს. დღეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლისა და მხარეთა  მიერ მტკიცებულებების  დაშვებადობაზე  იმსჯელებენ. განიხილება საქმის არსებითად განხილვისთვისთვის გადაცემის საკითხიც.  საქმეს  მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

საქმე გაიყო და სასამართლო  პროცესი დღეს 14 და 16 საათზეც ჩაინიშნა.  დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ და  აცხადებენ, რომ მათ მინდია გორაძესთან, იგივე „ლავასოღლისთან“ კომუნიკაცია არ ჰქონიათ. გამოძიება დაკავებულებს ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და წევრობას ედავება. 10 პირი ორი თვის წინ დააკავეს. რაც შეეხება მინდია გორაძეს, იგი მიმალვაში იმყოფება. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი