აშშ-ს კონგრესის რეზოლუცია

12 სექტემბერი 2018, 00:00 2001 ნახვა

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს. ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საელჩომ გაავრცელა. დოკუმენტს ამ ეტაპზე ექვსი თანასპონსორი კონგრესმენი ჰყავს,  კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“/ცხინვალის – ოკუპაცია.

რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში,საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს. ყურადღება გამახვილებულია აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი