ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობა მომავალი კვირიდანაა შესაძლებელი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ”ბათუმი ცენტრალში” ორსართულიანი, ელექტრომატარებლების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები დაესწრებიან. ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის ახალი მოდელის ელექტრომატარებლები მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემებით საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს შეესაბამება. მატარებლები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.