პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები შეიცვალა. წიგნები შინაარსობრივად პედაგოგებმა შეარჩიეს. თუმცა მათგან ყველამ გრიფირება ვერ გაიარა. ერთი წლის პროგრამა, რამდენიმე ნაწილად დაიყო, ამიტომაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები გაცილებით მსუბუქი იქნება.
წელს, პირველად მეოთხეკლასელები ახალ საგანს, “მე და საზოგადოებას“ ისწავლიან. სახელმძღვანელოებს თავად შეიძენენ კერძო სკოლის მოსწავლეები. 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის წიგნები უცვლელი დარჩა.